პროექტის სახელწოდება:
ადგილი სადაც
ადრე ქალაქი არსებობდა
პროექტის მთავარი იდეა:
პროექტის მთავარი იდეა:
რა ვიცით ცნობილი ქართული ძეგლების შესახებ?
რას წარმოადგენდა ნოქალაქევის ნაქალაქარი?
კლასში გავმართავ დისკუსიას, მოსწავლეებს შევთავაზე
გვემუშავა პროექტზე.პროექტს სახელად შევურჩიეთ:,,ადგილი სადაც ადრე ქალაქი არსებობდა...“
შევიმუშავებთ პროექტის სამუშაო გეგმას და გადავინაწილებთ
სამუშაოს.
პროექტის აქტუალობა:
პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეები გაეცნობიან ნაქალაქარის ისტორიას და დღევანდელობას
, მის გეოგრაფიულ მდებარეობას, მოახდენენ კვლევა–ძიებას ხელოვნებაში, ლიტერატურაში.
პროექტის მიზნები:
ნაქალაქარი–ციხეგოჯი –არქეოპოლისი
შუა საუკუნეების საქართველოს ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია;მოსწავლეები
გაეცნობიან ნაქალაქარის ისტორიას , გამოიკვლევენ გეოგრაფიულ მდებარეობას , გაარკვევენ
რომელ საუკუნეში აიგო
ეს ქალაქი ? რა დანიშნულება ჰქონდა?
ასახავენ ფოტოზე; გაესაუბრებიან იქაურ მაცხოვრებლებს;
მონაწილეთა ასაკი: 11–12წლის;
ვადები /ხანგრძლივობა: 3თვე;
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები , რაც შეიძლება შეიქმნას: ფოტოკოლაჟი, სლაიდები.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:კომპიუტერი,
ფოტოაპარატი , ტრანსპორტი.
პროექტის მსვლელობა:
ჯგუფს ვყოფ სამ ნაწილად:
I–ჯგუფს ვავალებ მოიძიონ ინტერნეტის საშუალებით საკუთარი
კუთხის უძველესი ძეგლების შესახებ ინფორმაცია.
II–ჯგუფს ვავალებ მოიძიონ თქმულებები , ლეგენდები ნაქალაქარის
შესახებ და შექმნან ჩანახატები.
III–ჯგუფს ვავალებ შეხვდნენ ნოქალაქევში მაცხოვრებელ
უხუცეს ადამიანებს და აიღონ ინტერვიუ .
ვაკვირდები მოსწავლეების მუშაობის პროცესს .შემდგომ
ვაკეთებთ ამ მასალების ანალიზს.დავგეგმავთ ექსკურსიას ნაქალაქარში. საპროექტო ჯგუფს
ვაძლევ დავალებას გააკეთონ ექსკურსიის პრეზენტაცია და ფოტოალბომი.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი:
ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება , ისტ.
მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას საკუთარი კუთხის უძველესი
ძეგლების შესახებ .
იმოგზაურებენ და აღწერენ უძველეს ქალაქს. მოიძიებენ
თქმულებებს, ლეგენდებს და შექმნიან ჩანახატებს.
პროექტის ხელმღვანელი:შორენა ლაშქარავა
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: shorenalashqarava@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:
No comments:
Post a Comment